Wednesday, March 30, 2011

ფოტოხელოვნება

 ფოტოხელოვნება არის მხატვრული შემოქმედების სახეობარომელსაც საფუძვლად უდევს ფოროგტაფიის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებაფოტოხელოვნება პირველი "ტექნიკურიხელოვნებაა,რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეცნიერებისა (ქიმიაოპტიკადა ტექნიკის გარკვეული მიღწევების საფუძველზეთანამედროვე ფოტოხელოვნების დამოუკიდებელი სახეობებიადოკუმენტურიფოტოხელოვნებამხატვრული ფოტოგრაფია და გამოყენებითი ფოტოხელოვნება (პლაკატიწიგნის გაფორმებარეკლამა და სხვა).
   ხელოვნების ყოველ მიმართულებას თავისი ორეული ჰყავდა პიქტორულ (ფერწერის მიმბაძველიფოტოგრაფიაშიპიქტორალიზმს შემდგომში მხატვრული ფოტოგრაფია ეწოდამისმა მიმდევრებმა ბევრი გააკეთესფოტოგრაფიის გამომსახველობასა და პლასტიკურ ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირის მისაღწევადგანსაკუთრებულ წარმატებებს მათ ფოტოპორტრეტში მიაღწიესფოტოხელოვნების სხვაჟანრები ამ დროს მთლიანად პიქტორული მიმართულებისა იყოიქმნებოდა ძალიან რთული კომპოზიციებირომელიც ზოგჯერ რამდენიმე ნეგატივის მონტაჟს მოითხოვდა
   XIX საუკუნის II ნახევარში ეთნოგრაფიულ-ნატურული ფოტოგრაფია მიზნად ისახავდა ცხოვრებისეული მასალის ზუსტ ფიქსაციას და საფუძვლად დაედო რეპორტაჟული ფოტოგრაფიისწარმოშობასფოტოხელოვნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოგრაფიაში მოპოვებულ ტექნიკურ და მეცნიერულ მიღწევებსიქმნებოდა სრულიად ახალისრულყოფილი დამრავალფეროვანი ფოტოობიექტივები და ფოტოოპტიკის სხვა ელემენტებისაფუძველი ჩაეყარა ფერად ფოტოგრაფიასაცფოტოხელოვნების ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა .მაიბრიჯის მიერ ხვადასხვა წერტილებზე დადგმული რამდენიმე კამერით გადაღებულ ფოტოსურათების ციკლსრომელშიც გამომჟღავნდა მოძრაობის პლასტიკის არაჩვეულებრივი სილამაზეამსიახლეებმა XX საუკუნის ფოტოხელოვნებაში გააძლიერა რეალური სამყაროს ფორმების ინტერპრეტაციისადმი ინტერესი. 1910 წლებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა დოკუმენტალიზმიგაძლიერდა ინტერესიყოველდღიური ცხოვრების მიმართდიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოხელოვნებისათვის რეპორტაჟულ გადაღებას "ფარული კამერით", ხანგრძლივ ფოტოგაკვირვებას (.ჩვეულებრივი კამერით), ფოტოსურათებისშექმნასდოკუმენტური ფოტოხელოვნების ამ ფორმების ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული კინოფირიანი მსუბუქი კამერის "ლაიკის"  შექმნასთან.
   1910-20-იან წლებში ინტენსიურად იკვლევდნენ ფოტომასალების გამომსახველობით შესაძლებლობებსპოპურალური იყო ფოტოაპარატის გარეშე მიღებული გამოსახულებანიმგრძნობიარე ქაღალდზე დებდნენსხვადასხვა საგანსრომლების სინათლის მოქმედებით ტოვებდნენ კვალსამ ცდებმა საფუძველი ჩაუყარეს ფოტოგრაფიასრომელმაც გაამდიდრა ფოტოხელოვნების მხატვრული ხერხების არსენალი.
   1950-60-იან წლებში უცხოური დოკუმენტური ფოტოხელოვნება ხასიათდება ჟანრული ფოტოგრაფიის განვითარების მრავალფეროვნებითმხატვრულმა ფოტოგრაფიამ კირომელიც XIXსაუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ფოტოხელოვნების განვითარების ერთადერთ გზად მიაჩნდათ, XX საუკუნის შუა წლებში საკმაოდ მოკრძალებული ადგილი დაიკავა.ფოტოდოკუმენტალიზმისაგან განსხვავებითრომელიც უშუალოდ აფიქსირებს ცხოვრებისეულ მომენტებსმხატვრული ფოტოგრაფია განაგრძობდა არსებობასროგორც ფოტოშემოქმედებისგარკვეული ფორმანატურის ინტერპრეტაცია აქ ხდება ხელოვნური გარემოს (ფოტოატელიეანდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული დამუშავებით (ფოტომონტაჟიფოტოგრაფიკა და ..).მხატვრულ ფოტოგრაფიაში აირეკლება სახვითი ხელოვნების მრავალფეროვანი მიმართულებამათ შორის მრავალი კრიზისული ტენდენცია.

1 comment:

  1. The Best Casino Sites in Asia - ChoEgoCasino
    Our recommendations 카지노사이트 for Asia are as follows: · Online casino sites like 888 Casino · Mobile casino sites like bwin · 샌즈카지노 Asia งานออนไลน์ Casino · Playtech casino sites

    ReplyDelete