Wednesday, June 15, 2011

PICASA-ს ალბომი

ექსტრავაგანტული ფოტოხელოვანი





- როგორ მოხვდით ფოტოხელოვნებაში, იყო თუ არა ეს ის პროფესია რომელზეც ბავშვობიდან ოცნებობდით?
- ჩემი აზრით ეს ბედისწერა იყო. მე საერთოდ ბედისწერის მჯერა და ვფიქრობ, რომ შემთხვევით არ დავინტერესდი ხელოვნების ამ სფეროთი. მინდოდა მსახიობობა, რაღაც პერიოდი მინდოდა მაინტერესებდა მხატვრობა და ამიტომაც სკოლის დამთავრების მერე თოიძეში ჩავაბარე. მაგრამ… სიმართლე რომ გითხრათ ბავშვობიდან ფოტოხელოვნობაზე არ ვოცნებობდი. დღესდღეობით კი ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით. თოიძის დამთავრების მერე სამსახიობოზე ვაპირებდი ჩაბარებას და გარკვეული პერიოდი ვმოღვაწეობდი პანტონიმის თეატრში, მაშინ დამჭირდა ფოტოები და ერთ-ერთმა ფოტოგრაფმა გადამიღო. შემდეგ ხელში ჩამივარდა პოტოაპარატი და ზაფხულის არდადეგებზე ფოტოები გადავიღე, სწორედ იმ ზაფხულს გადავწყვიტე, რა პროფესია ამერჩია. როგორც კინომატოგრაფიაში ასევე ფოტოგრაფაში არსებობს ორი მხარე. არიან ადამიანები რომლებიც კამერის წინ დგანან და არიან ადამიანები, რომლებიც კამერის უკან დგანან. ვინც დგას კამერის წინ ის აკონტროლებს სიტუაციას. მე ეს უფრო მომწონს, ხოლო თუ კამერის უკან დოგმა შეგიძლია, წინაც შეძლებ. მოკლედ ეს ისტორია 90 იანი წელებში დაიწყო ეს წლები საერთოდ ყველასთვის მძიმე იყო, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, მაგრამ ყველა უარყოფითს აქვს თავისი დადებითი და კარგი ცხოვრებისეული გამოცდილება მხოლოდ ამდიდრებს ადამიანს.  ისე კი მე ვთვლი რომ დამწყები ფოტოხელოვანისთვის პრაქტიკა საუკეთესო გამოცდილებაა.
- რა არის მთავარი ფოტოხელოვნებისთვის, ლამაზი ფოტოს შესაქმნელად?- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაიღოს კარგი ფოტო. შესაძლებელია სრულიად შემთხვევით კარგი ფოტო გადაიღო, იმ წამს დაემთხვეს ბევრი ასპექტი, განათება, ექსტერიერი, შეიძლება ობიექტივში მოხვდეს ადამიანი, რომელსაც კარგად გამოიყირება და  რა თქმა უნდა, საჭიროა ნორმალური კამერა. შეიძლაბა მოგზაურობის დროს ძალიან კარგი პეიზაჟი გადაიღო, მაგრამ ეს ვერ იქნება სისტემური. თუ გინდა პროფესიონალურად მიუდგე, გადაღება უნდა დაგეგმო. უნდა გავითვალისწინო, რომ განათებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. თუ პორტრეტს იღებ ან ნატურას, მის იმიჯზე უნდა იფიქრო თუ რა აცვია, აქსესუარების კომბინაციას აქვს მნიშვნელობა. იმ შემთხვევაში თუ ვიღებთ გარე განათებით მე ყველას  ვურჩევ, რომ არ გადაიღონ შუადღისას, როდესაც მზე ზენიტშია, ძალიან ცუდი ჩრდილებია. თუ სტუდიაში მუშაობ მაშინ უკვე არსებობს არც ისეთი რთული ფორმულა შუქების დაყენების. ეს არის კომბინაცია რომელიც სამი ან ოთხი შუქის წყაროთი ყენდება. აუცილებელია უკნიდან დარტყმული შუქი რომელიც ბილიკს მოგვცემს თმაზე წინიდან შეგვიძლაი ორი შუქის წყარო გამოვიყენოთ ერთს უფრო ინტენსიური დატვირტვა მივცეთ, მეორეს უფრო ნაკლები, ფლეშ მეტრით გავზომავთ და ამ მონაცემებს ვითვალისწინებთ. იმის თქმა მინდა რომ ტექნიკური ასპექტის გავლას ჭირდება ბევრად უფრო ნაკლები დრო ვიდრე გგონია. იმისათვის რომ არა მარტო ტექნიკურად გამართული ფოტოები გადაიღო, შენი შინაგანი სამყაროს უნდა გქონდეს, განსხვავებული სილამაზის აღქმა და ინდივიდუალური ხედვა და კიდევ რასაც სიტყვებით ვერ გამოვთქვამ..
- რამდენად საინტერესოა თქვენი საქმე?-ძალიან საინტერესო პროფესიაა და მოიცავს ძალიან ბევრ სფეროს. ფაქტიურად უნივერსალურია იმიტომ, რომ დღესღეობით მსოფლიოში ფოტოხელოვნება ისევე ფასეულია როგორც ფერწერა. ცნობილი ფოტოხელოვანების ნამუშევრები  იფინება ცნობილ გალერეებში და ინახება პირად კოლექციებში.  ამავდროს ფოტოხელოვნება არის განუყოფელი ნაწილი ისეთი დიდი ბიზნესისა როგორიცაა სარეკლამო ბიზნესი. რაც ჭირდება ყველას და ყველაფერს. ჩემთვის ეს აქტუალურია იმიტომ, რომ მე ვმუშაობ სარეკლამო სფეროში. ვფიქრობ ჩემთვის ფოტოგრაფიის შარმიც სწორედ ამაშია შენ შეგიძლაი იმუშაო როგორც მხატვარმა, არტისტმა შენ ინდივიდუალურ პროექტებზე და ამავე დროს იყო ფინანსურად დამოუკიდებელი. რაც ჩემი აზრით ეს მშვენიერია.
- რის მიხედვით არჩევთ მოდელებს?
- ორიგინალური გარეგნობის მიხედვით. შინაგანი სამყაროც თამაშობს ამაში როლს. იმიტომ რომ თუ შინაგანი ინდივიდუალურობა და სილამაზე არ გაქვს, თუ ცეცხლი არ გინთია  თვალებში, მხოლოდ გარეგნული სილამაზე არაფრის მომცემია. ამას არამარტო მე ყველა ფოტოხელოვანი აქცევს ყურადღებას. ზუსტად ფოტოგრაფების დამსახურებაა იმ ახალი სახეების აღმოჩენა  რომლებიც მერე ძალიან ცნობილი მოდელები და ტოპ მოდელები ხდებიან. ასევე ძლიერი უნდა იყოს პიროვნულად, თუ ძლიერი არ ხარ ვერ გახდები პროფესიონალი მოდელი არამარტო მსოფლიოში არამედ საქართველოშიც. ასევე უნდა შეეძლოს კამერასთან ურთიერთობა, კამერას  უნდა გრძნობდეს. ბოლო ჩემი გამოფენის შთაგონება ბალერინებია. დიდი ხანია  მინდოდა ამ თემაზე ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვიდა. ორიგინალური და ბუნებრივი ერთ-ერთი შტრიხი, მათ ეცვათ თამუნა ინგოროყვას ბოლო კოლეციის კაბები და  ფეხსაცმლის ნაცვლად პუანტები. ჩვეულებრივი ლამაზი გოგოს ფეხზე ეს პუანტები შეიძლება უხერხულადაც კი ჩანდეს. 
- ყველაზე მეტად რისი გადაღება გიყვართ?
- ყველაზე მეტად მიყვარს პორტრეტების გადაღბა. შავთეთრი და დადგმული სტილიზირებული ფოტოების გადაღება. მე იქ მთელ ჩემს შთაგონებას ვდებ, როდესაც შემიძლია დრო შევცვალო, შემიძლია გამოვიყენიო დეკორაციები, ნივთები, აქსესუარები. ქალების გადაღება მომწონს. (იცინის) და მე ვფიქრობ რომ ეს სავსებით ნორმალურია. იმიტომ, რომ ჩემთვის ქალი არის ბუნენის შემოქმედდების მწვევრალი. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ მამაკაცები საინტერესოები არ არიან მაგრამ ჩვენთან ისე არ არის განვითარებული სფერო, თუნდაც ის რომ ბევრი მამაკაცი მოდელი იყოს რომ არჩევანზე იყოს საქმე... თუმაცა ჩვენ გვყავს ახალგაზრდა ნიჭიერი ვარსკვლავი საბალეტო სივრცეში ლაშა ხოზაშვილი. რომელსაც სიამოვნებით გადავიღებდი. ძალიან საინტრერესო მამაკაცია საინტერესო ვიზუალი აქვს. სამომავლოდ შეიძლება გადავიღო. მერე ვეღარ დამაბრალებენ მამაკაცებს არ იღებო. (იცინის)
- როგორ ფიქრბთ საქართველოში რამდენად განვითარებულია ფოტოხელოვნება?
- ამ ბოლო პერიოდში ფოტოხეოვნება საქართველოში გახდა ასევთქვათ მოდური. ყველა ფოტოებს იღებს, კონკურსები ეწყობა გამოდის ჟურნალები. რაც ძალიან საიამოვნოა. სხავთა შორის ამას ხელი შეუწყო სტუდიების გახსნამ. ჩვენთან არის ისეთი სტუდიები რომლებიც აღჭურვილია კარგი ტექნიკით. მე ვფიქრობ, რომ სტუდია აუციელბელია ფოტოხელოვანისთვის. მითუმეტეს როდესაც სარეკლამო სფეროში მუშაობ ამის გარეშე შეუძლებელია. 
- ხშირად თქვენს ფოტოებზე მოდელებს თქვენი შექმნილი სამოსი აცვიათ, დიზაინერობასაც ხომ არ აპირებთ?- დიზაინერობა? დიდი სიამოვნებით მოვსინჯავდი. ჩემი ფოტოპროექტებისთვის სამოს და აქსესუერებს ხსირად ვქმნი. მინდა რომ ერთჯერადი პროექტის სახით გავაკეთო ჩემი კოლექცია.. მაგრამ ეს სამომავლო გეგმაა, ეს სრულიად განსხვავებული პროფესიაა უამრავ დროს და ენერგიეს დახარჯვა იქნება საჭირო, ეს ცალკე ბიზნესია, რომელიც თავისთავსდ ძალიან საინტერესოა. შეიძლება საზოგადოებას რაღაც საინტერესო და განსხვავებული შევთავაზო. 
- თქვენ ხართ ფოტოხელოვანი, ქმნით სამოსს, გადაიღეთ კლიპი, კიდევ სხვა პროფესიით ხომ არ აპირებთ წარუდგეთ საზოგადოებას?
- ვაპებ საავტორო გადაცემის გაკეთებას, ვფიქრობ იქნება ძალიან საინტერესოა ჩემთვის ამ სფეროში თავის მოსინჯვა. ვიცი ბევრი მუშაობა მომიწევს საკუთარ თავთან. ალბათ კრიტიკის მოსმენა და კიდევ ბევრი სიახლის ათვისება მაგრამ მე სიახლეების და ექსპერიმენტების არ მეშინია.  როგორც მაყურებელს მოთხოვნილება მაქვს, რომ იყოს გადაცემები კულტურის ზოგადად ხელოვნების შესახებ. მე ისეთი პასუხსმგებლობით მივუდგები ამ საქმეს, როგორც ყოველთვის, საუკეთესო ვიზუალი გარანტირებულია, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ტელევიზიისთვს.
- ყოველთვის ფორმაში ხართ და მომხიბვლელად გამოიყურებით, თავის მოვლას დიდ დროს უთმობთ?
- საერთოდ ვფიქრობ რომ  ქალი რამდენადაც შესაძლებელია, იმდენ დროს უნდა უთმობდეს საკუთარ გარეგნობას. თუ აქვს ფიზიკურად მას ეს დრო ძალიან კარგია, მაგრამ თუ არ აქვს უნდა გამონახოს. იმისთვის რომ გამოიყურებოდე კარგად არ არის საჭირო 24 საათი სარკის წინ იტრიალო და სალონებში იჯდე. მე მაქსიმალურად ვცდილობ თუ დღე ადრე მეწყება ადრე ავდგე და მოვიწესრიგო თავი. ყიველდღიურ ცხოვრებაში რომ ისე გამოვიყურებოდე  ჩემთვის იყოს დამაკმაყოფილებელი იყოს, ამისთვის სალონებში სიარული არ მჭირდება. მაგრამ მიყვერს როდესაც განსაკუთრებულად ვემზადები ეს მაშინ ხდება როდესაც გამოფენა ან პრეზენტაცია იგეგმება. მივდივარ ჩემ საყვერელ ვიზაჯისტთან, სალონში განსაკუთრებულ  ვარცხნილობას ვიკეთებ. მე ვთვლი რომ ქართველი ქალები ამ ბოლო დროს უფრო აქცევენ ყურადღებას საკუთარ გარეგნობას. ნებისმიერ ასაკში ქალი კარგად უნდა გამოიყურებოდეს. ადრე გათხოვების ტენდენცია და 16-17 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა გარკვეულ ანაბეჭდს ტოვებს ქალის გარეგნობაზე. ქალმა უნდა იცოდეს ასევე რა უნდა მიირთვას. საკვები არ უნდა იყოს სიამოვნების მიღების წყარო ეს უნდა იყოს ფიზიოლოგიური აუცილებლობა. უნდა ჭამო ის რაც სასარგებლოა და არა ის რაც იდეაში სიამოვნებას განიჭებს. მიტომ ჩემი კვების რაციონიდან საერთოდაა ამოღებული ნაყინი, 12 წელია არ მიჭამია. ძალიან იშვიათად შეიძლაება გავსინჯო ხილის პუდიგი, ასევე შავი შოკოლადი. აუცილებლად უნდა ვაკონტროლოთ ჩვენი კვების რაციონი. სასურველია ქალმა იცოდეს თავის დადებითი მხარეები და აქცენტი სწორედ გააკეთოს. უნდა იცოდეს საუბარი, ჩაცმა, ქცევის მანერა. ანუ იმისთვის, რომ გამოიყურებოდე კარგად არის ბევრი კომპონენტი, შენთვის შესაფერისი წონა, ტონუსი. იმისთვის რომ გქონდეს ტონუსი არ არის აუცილებელია ვარჯიშობდე ბევრს, შეიძლება არ გქონდეს დრო ამისთვის. მაგრამ შეგიძლია ცოტა მეტად იმოძრაო ფეხით, ქალაქგარეთ გახვიდე შაბათ კვირას მაინც.
- თუ ინახება თქვენს გარდერობში რომელიმე ცნობილი დიზაინერის სამოსი, რომლითაც ამაყობთ? - ბევრი დიზაინერია, ღობერტო ცავალლი, Roberto cavalli, Versace,  ‘Love Sex Money’ Betty Johnson, Blumarine, და ა.შ. მაგრამ უფრო ყოველდღიური კაბები. არ ვიცი შეიძლება სხვამ საღამოს კაბა დაუძახოს იმას რასაც მე ყიველდღიურს ვეძახი.. და თითქმის ყველა ქართველი დიზაინერების.
- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალი იყოს ბედნიერი?
-ბევრი რამე, ხანდახან ქალმა თვოთონ არ იცის რა უნდა. პირველ რიგში უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული ზუსტადად უნდა იცოდეს რა უნდა ცხოვრებაში. ალბათ ბედნიერია როდესაც ყავს საყვარელი ადამიანი გვერდით, შვილი და საყვარელი საქმე. ვფიქრობ ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთად. ანუ არ არის საჭირო დავაყენოთ სასწორზე ან კარიერა ან ოჯახი. ქალმა უნდა იცოდეს რა უნდა და უნდა გქონდეს შინაგანი რწმენა რომ რასაც დაისახავ მიაღწევ. ადამიანები აღწევენ მარტო იმას რისი დაჯერებაც შეუძლიათ. რაშიც შენ თვითონ ეჭვი გეპარება იმის მოხდენის შანსები ნაკლებია. იმიტიმ რომ ჩვენი აზრები მატერიალურია,. იმისთვის რომ იყო ბედნიერი უნდა იყო კონცენტრირებული პოზიტივზე. ასევე უნდა იმოქმედო შენი აზრების შესაფერისად. ანუ შენი აზრი, სიტყვა და ქცევა უნდა იყოს ერთგვარ ჰარმონიაში შენს მიზნებთან. ერთმანეთს უნდა ეხმარებოდეს და თუ  გვინდა ვიყოთ ბედნიერი ყველაფერი უნდა ვაკეთოთ ბედნიერებისთვის. პირველ რიგში სხვებს თუნდაც მცირედით მაინც უნდა მივანიჭოთ ბენიერება. მთავარია არჩევანი გააკეთო და სამყაროს მიენდო, გარკვეული პერიოდის მერე თვითონ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ რაც შენ გინდა იმას მიიზიდავ. მაგრამ ამისთვის სწორად უნდა ვიაზროვნოთ, ვიფიქროთ, ვიცხოვროთ დავიმოქმედოთ... 
- რას გვეტყვით სამომავლო გეგმების შესახებ?
- ძალიან ბევრი გეგმები მაქვს. ორი თვის წინ მქონდა პერსონალური გამოფენა “ იმპროვიზაცია” გამოფენის ფორმატში საიტის პრეზენტცია www.irmastudio.ge  ერთი კვირის წინ კი ახალი  გაიხსნა რომელიც თამუნა ინგოროყვასთან ერთად გავაკეთე, პროექტს “მატერიების კვეთა” დავარქვი, გამოფენა შარდენ ბარში მთელი ზაფხული გაგრძელდება. პერსონალური გამოფენის შემდეგ რამოდენიმე წელი რაღაცის ძიებაში ვიყავი, შემოქმედებით ძიებას ვგულისხმობ. ეხლა აქტიური პერიოდი მაქვს უამრავი იდეები..
  
   

http://www.eva.ge/?page=%E2%8C%A9=GEO&content=934

ფოტოხელოვნების ნიმუშები