ფოტოხელოვნება არის მხატვრული შემოქმედების სახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს ფოროგტაფიის გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება. ფოტოხელოვნება პირველი "ტექნიკური" ხელოვნებაა,რომლის წარმოშობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მეცნიერებისა (ქიმია, ოპტიკა) და ტექნიკის გარკვეული მიღწევების საფუძველზე. თანამედროვე ფოტოხელოვნების დამოუკიდებელი სახეობებია: დოკუმენტურიფოტოხელოვნება, მხატვრული ფოტოგრაფია და გამოყენებითი ფოტოხელოვნება (პლაკატი, წიგნის გაფორმება, რეკლამა და სხვა).
ხელოვნების ყოველ მიმართულებას თავისი ორეული ჰყავდა პიქტორულ (ფერწერის მიმბაძველი) ფოტოგრაფიაში. პიქტორალიზმს შემდგომში მხატვრული ფოტოგრაფია ეწოდა. მისმა მიმდევრებმა ბევრი გაა
კეთესფოტოგრაფიის გამომსახველობასა და პლასტიკურ ხელოვნებასთან მჭიდრო კავშირის მისაღწევად. განსაკუთრებულ წარმატებებს მათ ფოტოპორტრეტში მიაღწიეს. ფოტოხელოვნების სხვაჟანრები ამ დროს მთლიანად პიქტორული მიმართულებისა იყო; იქმნებოდა ძალიან რთული კომპოზიციები, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე ნეგატივის მონტაჟს მოითხოვდა.

XIX საუკუნის II ნახევარში ეთნოგრაფიულ-ნატურული ფოტოგრაფია მიზნად ისახავდა ცხოვრებისეული მასალის ზუსტ ფიქსაციას და საფუძვლად დაედო რეპორტაჟული ფოტოგრაფიისწარმოშობას. ფოტოხელოვნებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოგრაფიაში მოპოვებულ ტექნიკურ და მეცნიერულ მიღწევებს. იქმნებოდა სრულიად ახალი, სრულყოფილი დამრავალფეროვანი ფოტოობიექტივები და ფოტოოპტიკის სხვა ელემენტები; საფუძველი ჩაეყარა ფერად ფოტოგრაფიასაც. ფოტოხელოვნების ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ე.მაიბრიჯის მიერ ხვადასხვა წერტილებზე დადგმული რამდენიმე კამერით გადაღებულ ფოტოსურათების ციკლს, რომელშიც გამომჟღავნდა მოძრაობის პლასტიკის არაჩვეულებრივი სილამაზე. ამსიახლეებმა XX საუკუნის ფოტოხელოვნებაში გააძლიერა რეალური სამყაროს ფორმების ინტერპრეტაციისადმი ინტერესი. 1910 წლებში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა დოკუმენტალიზმი. გაძლიერდა ინტერესიყოველდღიური ცხოვრების მიმართ. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფოტოხელოვნებისათვის რეპორტაჟულ გადაღებას "ფარული კამერით", ხანგრძლივ ფოტოგაკვირვებას (ე.წ. ჩვეულებრივი კამერით), ფოტოსურათებისშექმნას. დოკუმენტური ფოტოხელოვნების ამ ფორმების ჩამოყალიბება მჭიდროდაა დაკავშირებული კინოფირიანი მსუბუქი კამერის "ლაიკის" შექმნასთან.
1910-20-იან წლებში ინტენსიურად იკვლევდნენ ფოტომასალების გამომსახველობით შესაძლებლობებს; პოპურალური იყო ფოტოაპარატის გარეშე მიღებული გამოსახულებანი: მგრძნობიარე ქაღალდზე დებდნენსხვადასხვა საგანს, რომლების სინათლის მოქმედებით ტოვებდნენ კვალს. ამ ცდებმა საფუძველი ჩაუყარეს ფოტოგრაფიას, რომელმაც გაამდიდრა ფოტოხელოვნების მხატვრული ხერხების არსენალი.

1950-60-იან წლებში უცხოური დოკუმენტური ფოტოხელოვნება ხასიათდება ჟანრული ფოტოგრაფიის განვითარების მრავალფეროვნებით. მხატვრულმა ფოტოგრაფიამ კი, რომელიც XIXსაუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში ფოტოხელოვნების განვითარების ერთადერთ გზად მიაჩნდათ, XX საუკუნის შუა წლებში საკმაოდ მოკრძალებული ადგილი დაიკავა.ფოტოდოკუმენტალიზმისაგან განსხვავებით, რომელიც უშუალოდ აფიქსირებს ცხოვრებისეულ მომენტებს, მხატვრული ფოტოგრაფია განაგრძობდა არსებობას, როგორც ფოტოშემოქმედებისგარკვეული ფორმა. ნატურის ინტერპრეტაცია აქ ხდება ხელოვნური გარემოს (ფოტოატელიე) ანდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული დამუშავებით (ფოტომონტაჟი, ფოტოგრაფიკა და ა.შ.).მხატვრულ ფოტოგრაფიაში აირეკლება სახვითი ხელოვნების მრავალფეროვანი მიმართულება, მათ შორის მრავალი კრიზისული ტენდენცია.
The Best Casino Sites in Asia - ChoEgoCasino
ReplyDeleteOur recommendations 카지노사이트 for Asia are as follows: · Online casino sites like 888 Casino · Mobile casino sites like bwin · 샌즈카지노 Asia งานออนไลน์ Casino · Playtech casino sites